Overview
ამ პოზიციაზე თქვენ მართავთ ფასიან სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებით (Search, Shopping, Performance Max). ეს საქმიანობა გულისხმობს ქართულ და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, სადაც მთავარი აქცენტი შედეგების ოპტიმიზაციასა და ეფექტურობის ზრდაზეა.
Full job description
Full opportunity description
ამ პოზიციაზე თქვენ სრულად მართავთ პროექტების სტრატეგიულ და ოპერაციულ ნაწილს. Senior SEO სპეციალისტი არის გუნდის ის წევრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის შედეგებსა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე. • სრული SEO კვლევა (საძიებო სიტყვები, კონკურენტების ანალიზი, ტექნიკური აუდიტი) • სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი პრაქტიკული განხორციელება • შედეგების (ტრაფიკი, პოზიციები, ტექნიკური მაჩვენებლები) მუდმივი კონტროლი
პროფესიული ზრდა
იყავით ერთი ნაბიჯით წინ - დანერგეთ SEO, AEO და GEO სტანდარტები რეალურ პროექტებში. ისწავლეთ ის, რაც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია
პირდაპირი მენტორინგი
მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება უშუალოდ მუშაობის პროცესში. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენტორი დაგეხმარებათ, თეორიის ნაცვლად, რეალური ბიზნესამოცანების გადაჭრა ისწავლოთ
დისტანციური რეჟიმი
იმუშავეთ საიდანაც გსურთ. ჩვენთვის მთავარი შენი შედეგია და არა ის, თუ რომელი წერტილიდან ჩაერთვებით სამუშაო პროცესში
საერთაშორისო პროექტები
იმუშავეთ წამყვან ბრენდებთან ამერიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე. შექმენით საერთაშორისო პორტფოლიო და დაამტკიცეთ თქვენი კომპეტენცია გლობალურ ასპარეზზე
Senior SEO სპეციალისტი
ამ პოზიციაზე თქვენ სრულად მართავთ პროექტების სტრატეგიულ და ოპერაციულ ნაწილს. Senior SEO სპეციალისტი არის გუნდის ის წევრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის შედეგებსა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე.
სტრატეგია და განხორციელება
• ✓ სრული SEO კვლევა (საძიებო სიტყვები, კონკურენტების ანალიზი, ტექნიკური აუდიტი) • ✓ სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი პრაქტიკული განხორციელება • ✓ შედეგების (ტრაფიკი, პოზიციები, ტექნიკური მაჩვენებლები) მუდმივი კონტროლი
პროექტების მართვა
• ✓ კონტენტის შემქმნელებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის მკაფიო დავალებების მიცემა • ✓ ვადების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება • ✓ პროექტის დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროცესის სტრუქტურირება
ტექნიკური SEO
• ✓ საიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია • ✓ შესრულებული სამუშაოს შემოწმება სააგენტოს სტანდარტების მიხედვით
კომუნიკაცია და ანგარიშგება
• ✓ კლიენტთან მუდმივი კავშირი და პროგრესის გაზიარება • ✓ საანგარიშო შეხვედრების წარმართვა • ✓ პროექტის ზრდის შესაძლებლობებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება
რას ველოდებით თქვენგან
• ✓ 3+ წლიანი გამოცდილება SEO მიმართულებით (საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად) • ✓ ძირითადი ხელსაწყოების (Ahrefs, GSC, Screaming Frog, Looker Studio) პროფესიონალურ დონეზე ფლობა • ✓ Link Building სტრატეგიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება • ✓ ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
პლუსია
• + ელექტრონული კომერციის (E-commerce) SEO მიმართულებით მუშაობის გამოცდილება • + მონაცემთა ანალიზის უნარები (Python / SQL) • + გუნდის მართვის ან მენტორობის გამოცდილება
Middle SEO სპეციალისტი
ამ პოზიციაზე თქვენ მართავთ SEO პროექტებს წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით და ეტაპობრივად იღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათზე. თქვენ დამოუკიდებლად აკეთებთ შინაარსობრივ (On-page) ოპტიმიზაციას, ასრულებთ საშუალო სირთულის ტექნიკურ დავალებებს და კოორდინირებას უწევთ კონტენტის შექმნის პროცესს.
ძირითადი პასუხისმგებლობები
პროექტების მართვა • ✓ ჩაატარებთ საძიებო სიტყვების კვლევას, კონკურენტების ანალიზსა და შინაარსობრივ ოპტიმიზაციას • ✓ დამოუკიდებლად გადაჭრით საშუალო სირთულის ტექნიკურ SEO ამოცანებს • ✓ მოამზადებთ კონტენტის გეგმას საძიებო სისტემების მოთხოვნების/სტრატეგიის შესაბამისად და ასევე მკაფიო, სტრუქტურირებულ დავალებებს ქოფირაითერებისთვის • ✓ მართავთ სამუშაო პროცესს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად • ✓ პროექტის თითოეულ ეტაპს თანმიმდევრულად და სისტემურად ასახავთ ანგარიშებში
კომუნიკაცია და ანგარიშგება
• ✓ კლიენტს რეგულარულად მიაწვდით ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ • ✓ მარტივად განმარტავთ თითოეული ნაბიჯის საჭიროებას და მის გავლენას პროექტის წარმატებაზე
რას ველოდებით თქვენგან
• ✓ მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება SEO მიმართულებით • ✓ ძირითადი ხელსაწყოების (Ahrefs, GSC, Screaming Frog) სრულყოფილად ფლობა • ✓ ტექნიკური და შინაარსობრივი (On-page) SEO პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა • ✓ თავისუფლად კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად
პლუსია
• + ბმულების მოპოვებისა (Link building) და კონტენტ-სტრატეგიის შემუშავების პრაქტიკული უნარები • + საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
SEO კონტენტის მენეჯერი / ქოფირაითერი
ვეძებთ შემოქმედებით და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იმუშავებს მაღალი ხარისხის SEO სტატიებსა და სხვადასხვა ტექსტურ მასალაზე როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. თქვენი უმთავრესი დავალება იქნება ტექსტი იყოს ერთდროულად საინტერესო მკითხველისთვის და ოპტიმიზებული საძიებო სისტემებისთვის.
Tips for this job
Practical Job and Scholarship guidance. These tips do not replace official rules or create new eligibility requirements.
- Tailor the CV and application to the responsibilities and required skills stated on the official employer page.
- Use concrete evidence of relevant work, projects and measurable results rather than generic claims.
- Confirm location, work authorization, remote restrictions and sponsorship terms before applying.
- Apply through the original employer or official recruitment destination shown on this page.
Verification notes
Verified from public schema.org JobPosting structured data on the official source page. The complete published description, responsibilities, requirements and benefits were normalized when present; unstated facts were not inferred. Full details checked against the authoritative public source during this discovery run.
Job and Scholarship is the discovery and verification layer. Confirm eligibility, dates, salary/funding and application instructions on the original source before submitting anything.
10Xseo Ge — Careers ↗Browse current Job and Scholarship listings from 10Xseo Ge — Careers →